ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

„ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“
2 March 2017

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც. ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას:

1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
2. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;
3. ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება;
4. კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;
5. ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;
6. საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;
7. მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;
8. პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
ნაშრომში წარმოდგენილი იდეები აისახება ტურიზმის სამოქმედო გეგმაში და განხორციელდება.
კონფერენციის მიზანი:
ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები და შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
15 მარტი– თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.
20 მარტი- მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.
5 აპრილი- ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.
20 აპრილი-შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.
27 აპრილი- პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.

სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.


თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
tourismconference@gnta.ge

მიუთითეთ თქვენი სახელი გვარი, ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში), სწავლის საფეხური და უნივერსიტეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://gnta.ge/conference

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი